24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის შეჭრიდან 6 თვის თავზე, უკრაინისა და უკრაინელების მხარდამჭერი მარში გაიმართება.
მარში 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტის პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
"24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავია. ამ დღეს ასევე ვუძღვნით ყველას, ვინც გასული 6 თვის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას. გახსოვდეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ მაშინ, თუ ერთად ვიქნებით! ამიტომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ უკრაინის მხარდასაჭერად, იმ გმირების სადიდებლად, რომლებიც უშიშრად იცავენ ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალს დამპყრობლებისგან. ჩვენ არ დავმორჩილდებით. არ შევეგუებით. ჩვენ დავიცავთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ გავიმარჯვებთ"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.